დასახელება:
სტენდის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
3D Painter
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
კომპანია "3D Painter" ეძებს სტენდის მენეჯერს.
- თუ ხარ ლიდერი, გიყვარს კრეატიული გარემო და მუშაობა რეალურ ხელოვნებაზე, ეს შანსი შენთვისაა!
ჩვენ ვქმნით უნიკალურ სუვენირებს - კრისტალზე ვაფიქსირებთ 2D და 3D გამოსახულებებს: ფოტოს, ლოგოს, წარწერებს - დაუვიწყარი საჩუქრები და ჯილდოები.
გახდი იმ გუნდის ნაწილი, ვინც მომხმარებლებს ემოციას და ხსოვნას ჩუქნის!
რას გააკეთებ:
** ფილიალის და პერსონალის (პრომო გოგონების) მართვა;
** მაღაზიაში გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პროდუქციის მარაგის კონტროლი და შეკვეთების მართვა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და შეკვეთების გაფორმება;
** პერსონალის შერჩევა და მენეჯმენტი;
** პროდუქციის ფოტო/ვიდეო გადაღება;
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
** ადგილზე დიზაინის მომზადება (სწავლება უზრუნველყოფილია).
რას ველით შენგან:
** ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
** გაყიდვებისა და მენეჯერული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ინოვაციური და პოზიტიური სამუშაო გარემო;
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით + ბონუსები;
** კრეატიული საქმიანობა ყოველდღიურ რუტინაში.
გამოაგზავნე შენი CV ფოტოსურათით მისამართზე: hr3dpainter@gmail.com
სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე (თბილისი)
|
|
|
|