Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სუვენირ ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
მაღაზიათა ქსელი "სუვენირ ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი

ვაკანსია ცხადდება შემდეგ ლოკაციაზე: თბილისი, კოტე აფხაზის ქუჩა N 18
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში 7 საათი (ცვლებში), დილის ცვლა 09:00 დან 16:00 საათამდე, საღამოს ცვლა 16:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1000 (ერთი ათასი) ლარი + ბონუსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სავალდებულოა მოლარე-კონსულტანტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** პროდუქციის გაყიდვა;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება, განლაგება;
** თაროების მოწესრიგება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge. წერილის სათაურში (subject) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მოლარე-კონსულტანტი ლესელიძე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე