Робота для біженців з України
ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.
ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** ანაზღაურება: 2500-დან (გამოცდილების შესაბამისად)
** ტრანსპორტირება: ზედა სამგორის მეტროდან
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების გეგმის შედგენა და პერიოდული განახლება;
** შესყიდული შეკვეთისათვის გადამზიდის მოძიება
** მოლაპარაკება გადამზიდავ და სატვირთო კომპანიებთან საუკეთესო ფასებისა და გრაფიკის უზრუნველსაყოფად
** უზრუნველყოს ყველა ლოჯისტიკური საქმიანობის შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან, ინდუსტრიის რეგულაციებთან და კომპანიის პოლიტიკასთან
** იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** გადაზიდვებისა და მიწოდების გრაფიკები ზუსტი ჩანაწერების შენახვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეპორტინგის წარმოება მმართველი რგოლისათვის
** წარმოებისა და დამხმარე მასალების შესყიდვა, მარაგების მართვა
** 1C პროგრამაში რეგისტრირებული შეკვეთების კონტროლი
** ტრანსპორტირების ვადის კონტროლი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესყიდვებსა და ლოჯისტიკაში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (წერა, მეტყველება)
** Excell-ის ცოდნა;
** სასურველია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ASYKUDA-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულად და დისციპლინარულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე: hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: http://www.elvare.ge

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე