Робота для біженців з України
საოპერაციო რისკების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო რისკების მენეჯერი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის განყოფილებაში საოპერაციო რისკების მენეჯერის თანამდებობაზე.

განყოფილება: რისკების მართვის დეპარტამენტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის მასშტაბით საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება და მათი შეფასება;
** რისკების რეესტრისა და ინციდენტების ბაზის მართვა და განახლება;
** პროცესების, პროდუქტების, მესამე მხარეების, პროექტებისა და სისტემების საოპერაციო რისკების თვალსაზრისით ანალიზი და შეფასება;
** ინციდენტების მართვის პროცესში მონაწილეობა და შემდგომი ანალიზის ჩატარება (Root Cause Analysis);
** რისკების შემარბილებელი და პრევენციული კონტროლის მექანიზმების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება;
** საოპერაციო რისკების შესახებ ანგარიშების მომზადება შიდა და გარე დაინტერესებული მხარეებისთვის;
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან და ბიზნესერთეულებთან რისკების მართვის საკითხებზე;
** საოპერაციო რისკების მიმართულებით შინაგანაწესებისა და პოლიტიკების შემუშავებაში მონაწილეობა;
** ცნობიერების ამაღლება საოპერაციო რისკებთან დაკავშირებით (ტრენინგები, კომუნიკაციები და სხვ.);
** საოპერაციო რისკების კუთხით პროგრამულ მოდულებში წვდომების ვალიდაციაში მონაწილეობის მიღება;
** საოპერაციო რისკების მართვის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** ბანკში/ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; კომერციულ ბანკში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, IT სფეროში;
** საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტების, წესების, პოლიტიკების, ინსტრუქციების საფუძვლიანი ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის) კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.

სასურველი:

** რისკების მართვის ჩარჩოს (მაგ. Basel II/III, COSO, ISO 31000) ცოდნა;
** შესაბამისი სერტიფიკატები (მაგ. ORM, CRMA, CIA, ISO 31000 ან სხვა);
** სისტემების რისკების ან IT რისკების მართვის გამოცდილება;
** საბანკო პროდუქტების დანერგვის პროცესის ცოდნა;
** პროექტების მართვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა.

უნარები და თვისებები:

** ბიზნესპროცესების ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი;
** მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნება;
** პრინციპული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ცვლილებების მიმართ მოქნილი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 4 აგვისტო.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე