Робота для біженців з України
ბიზნესუწყვეტობის მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესუწყვეტობის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო რისკების მართვის განყოფილებაში ბიზნესუწყვეტობის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

განყოფილება: რისკების მართვის დეპარტამენტი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზის წარმოება;
** ბანკის კრიტიკული ბიზნესპროცესების იდენტიფიკაცია;
** ბანკში კრიტიკული პოზიციების იდენტიფიკაცია;
** ბიზნესუწყვეტობის მართვის გეგმის შემუშავების კოორდინირება;
** კრიზისულ და პრე-კრიზისულ სიტუაციებში ჩართულობა, მოვლენის შეფასება და კოორდინაცია;
** ბიზნესუწყვეტობის გეგმის ტესტირების კოორდინირება;
** ბიზნესუწყვეტობის გეგმის ტესტირების შედეგების შეგროვება და ერთიანი ანგარიშგების სახით წარდგენა;
** ბიზნესწყვეტის მოვლენების რეგისტრაცია-აღრიცხვა;
** ბიზნესწყვეტის მოვლენების პრობლემის მოკვლევა და მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი;
** ბიზნესუწყვეტობის მართვის პროცესში ჩართული კრიტიკული თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, ტრენინგი;
** რეგულარული ტრენინგების ორგანიზება ბიზნესუწყვეტობის მართვის ცნობიერების ამაღლების მიზნით;
** ბიზნესუწყვეტობის მართვის პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების მონიტორინგი და შესრულების ვადების კონტროლი;
** გარე ფაქტორებით გამოწვეულ რისკზე რეაგირებების აღრიცხვა, მონიტორინგი და კონტროლი;
** გარე ფაქტორებით გამოწვეულ რისკებზე ესკალაციის პროცესის კოორდინაცია და მხარდაჭერა;
** საოპერაციო რისკების მართვის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** ბანკში/ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების ან/და საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, IT ან მსგავს სფეროებში;
** საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტების, წესების, პოლიტიკების, ინსტრუქციების საფუძვლიანი ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისა და პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
** კომერციული ბანკის რისკების მართვის პრინციპების სრულყოფილი ცოდნა;
** IT სფეროს მუშაობის პრინციპების საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე;
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის) კარგი ცოდნა.

სასურველი:

** ბიზნესუწყვეტობის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სისტემების რისკების ან IT რისკების მართვის გამოცდილება;
** IT პროექტების მართვის გამოცდილება;
** კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა.

უნარები და თვისებები:

** ბიზნესპროცესების ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი;
** მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრინციპული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** საზრიანობა და სისხარტე - კონკრეტული პროგრამის თემატიკისა თუ საკითხის სწრაფად და მარტივად ათვისების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც CV-ს აგზავნით, განაცხადები არ იქნება განხილული.

განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 4 აგვისტო.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე