Робота для біженців з України
ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: მონტესორი უნივერსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
შპს "მონტესორი უნივერსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე

"მონტესორი უნივერსი" არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საერთაშორისო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვრცლად გაეცანით: https://montessori-universe.com

სამუშაო განრიგი: 09:30-15:00 ან 13:00-18:30

ძირითადი მოვალეობები:

** შენობისა და აღჭურვილობის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი
** პერიოდული ტექნიკური ინსპექციები: წყალგაყვანილობა, გათბობის სისტემები, ელექტრობა, ეზოს ინფრასტრუქტურა, სავენტილაციო სისტემები, ლიფტი
** დაზიანებების დროული გამოვლენა და შეკეთების პროცესის ორგანიზება
** კოსმეტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა და ზედამხედველობა
** საჭიროების შემთხვევაში მასალების, აღჭურვილობის შეძენა და მოტანა.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** ტექნიკური უნარები: ელ. სისტემები, წყლის/გათბობის სისტემები, მცირე რემონტი
** პასუხისმგებლობა, სიზუსტე, ყურადღება დეტალებისადმი
** კარგი კომუნიკაცია გუნდთან
** საკუთარი ავტომობილი
** საჭიროების შემთხვევაში მუშაობის მზადყოფნა არასამუშაო საათებშიც.

დაინტერესების შემთხვევაში, 31 ივლისამდე გამოგზავნეთ CV, პირადობის მოწმობის ასლი და ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ani.akhalkatsi@montessori-universe.com

იმეილის თემაში მიუთითეთ: ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე