Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

** ფილიალის რეალიზაციისა და ბიუჯეტის დაგეგმვა და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ფილიალის მომარაგების და მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფა. კერძოდ: გასაყიდად დასამზადებელი პროდუქციის სახეობებისა და ოდენობის განსაზღვრა გაყიდვების მაჩვენებლის გათვალისწინებით, შესაბამისი შეკვეთის განხორციელება და შეკვეთილი პროდუქციის მიღება;
** სააღრიცხვო პროცესების მართვა - სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი, აღწერის პროცესის მართვა;
** ფილიალის სრული აღწერის (ინვენტარიზაციის) წარმოების უზრუნველყოფა; დანაკლისების არარსებობაზე ზრუნვა;
** ფილიალის თანამშრომლების დანიშვნა, განთავისუფლება, დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და მათი ეფექტიანი მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის გრაფიკების შედგენა, დავალებების გადანაწილება და შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მენეჯერის ან/და ფილიალის მენეჯერის/ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდის მართვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფილიალის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე