Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=648956&print=yes&view=jobs
 
შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი, გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 40 საათი.

ძირითადი ფუნქციები:

** შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა, განახლება და კონტროლი;
** შესასყიდი პროდუქციის/ნედლეულის გეგმის საფუძველზე ოპტიმალური შესყიდვების გეგმის შემუშავება და ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმება;
** საჭირო ნედლეულის/პროდუქტის შესყიდვის უზრუნველყოფა ადგილობრივსა და საერთაშორისო ბაზარზე; ამ მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე საჭირო ნედლეულის/პროდუქტის, მომწოდებლების, მათი ფასებისა და პირობების მოკვლევა;
** ძირითად მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია და სტრატეგიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** ბაზარზე არსებული ახალი მომწოდებლებისა და მათი ნედლეულის/პროდუქციის პერიოდული ანალიზი. ტრენდების ანალიზი;
** შესყიდვების პროცესების ჯაჭვის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** კომპანიის ლოჯისტიკური და სასაწყობო საქმიანობის გამართულად, სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ტრანსპორტირების ციკლის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

ძირითადი საოფისე პროგრამების (MC Office (Word, Excel)) ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ლიდერობის უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროული რეაგირების და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შესყიდვების და ლოჯისტიკის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია