Робота для біженців з України
ექიმი-პედიატრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი-პედიატრი
მომწოდებელი: მონტესორი უნივერსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
შპს "მონტესორი უნივერსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-პედიატრის პოზიციაზე.

"მონტესორი უნივერსი" არის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საერთაშორისო დაწესებულება, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვრცლად გაეცანით: https://montessori-universe.com

სამუშაო საათები: 09:30-15:00

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვების ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება (სიმპტომების გამოვლენა - სიცხე, სისუსტე და სხვა)
** საეჭვო შემთხვევებში ბავშვის იზოლაცია და მშობელთან კონტაქტის უზრუნველყოფა
** ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების მდგომარეობის რეგულარული კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების აღმოჩენა
** პერსონალისა და მოსწავლეების სწავლება პირველადი დახმარების საკითხებში
** ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის გეგმის შემუშავება
** კარანტინის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა
** თანამშრომლების ინფორმირება ჰიგიენისა და პრევენციის წესებზე
** დაავადების გავრცელების შესახებ კომუნიკაცია ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან
** აცრების ბარათების კონტროლი
** დაზიანების ან უეცარი ავადობის შემთხვევაში ჩანაწერების გაკეთება და ფორმების შევსება
** ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცნობების დამუშავება
** ბაღის კვების მენიუს შემოწმება (სასურველია HACCP პრინციპების გათვალისწინებით)
** ალერგიული ბავშვების დიეტური მოთხოვნების ზედამხედველობა
** დიეტური შეზღუდვების რეკომენდაციების მიცემა მზარეულისა და აღზრდის პერსონალისთვის.

სავალდებულო მოთხოვნები:

** კანდიდატს უნდა ჰქონდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი რომელიმე შემდეგ სპეციალობაში: ა) პედიატრია, ბ) საოჯახო მედიცინა, გ) ** ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი;
** შესაბამისი გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** პასუხისმგებლობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** სწრაფი რეაგირების და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში,

** CV
** პირადობის მოწმობის ასლი
** შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შესაბამისი სერტიფიკატების ასლები
** ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია

31 ივლისამდე გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ani.akhalkatsi@montessori-universe.com

იმეილის თემაში მიუთითეთ: "ექიმი-პედიატრი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე