დასახელება:
მონაცემთა ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ევროინს ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
სადაზღვეო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე
"Euroins Insurance Group" 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 13 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, მაკედონია, უკრაინა, რუსეთი, ბელორუსია, ჩეხეთი და საქართველო.
"ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროინსში დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი.
"ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ცამეტ ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 10:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი/დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და ანალიზი;
** ძირითადი მეტრიკების მონიტორინგი და ტენდენციების იდენტიფიცირება;
** რეპორტინგი - რეგულარული და მოთხოვნისამებრ რეპორტების შექმნა კომპანიის შიდა გუნდისთვის (მაგალითად, მენეჯმენტის, მარკეტინგის, გაყიდვების ან ფინანსური განყოფილებებისთვის); KPI-ების მონიტორინგი და პროგრესის შეფასება;
** ბიზნესზე ორიენტირებული ანალიტიკა და ვიზუალური შაბლონების შექმნა;
** ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერა მონაცემებზე დაყრდნობით
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია, უმაღლესი მათემატიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის უნარი და მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია, Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** აუცილებელია, Power BI-ის და SQL queries მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2025 წლის 10 აგვისტომდე გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@euroins.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მონაცემთა ანალიტიკოსი.
სადაზღვევო კომპანია "ევროინსში"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ევროინსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|