Робота для біженців з України
საგარანტიო მენეჯერი - პორშე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგარანტიო მენეჯერი - პორშე
მომწოდებელი: თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილ კომპანიაში "თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" პორშეს ბრენდზე საგარანტიო მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** საგარანტიო მომსახურების სისტემის შექმნა და მართვა;
** საგარანტიო ხარჯების შემცირებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის უზრუნველყოფა;
** საგარანტიო შემთხვევების დადგენა - ქარხნული დეფექტებისა და დაზიანებების იდენტიფიცირება;
** დოკუმენტების გაფორმების კონტროლი;
** საგარანტიო დეტალების საჭიროების იდენტიფიცირება და შეკვეთა;
** საგარანტიო საკითხების შესრულების ხარისხის, ვადებისა და საგარანტიო ანაზღაურების კონტროლი;
** ტექნიკური გუნდთან თანამშრომლობა, პრობლემური შემთხვევების ანალიზი და მიმართულების მიცემა;
** რიქოლებისა და სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებული მითითებების აღსრულების კოორდინაცია;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის მიმართულებით საავტომობილო სფეროში;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

რეზიუმეს გასაგზავნად, ეწვით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-cars/detail-view?vacancyId=1417

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე