Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=648900&print=yes&view=jobs
 
მლესავ-დეკორატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მლესავ-დეკორატორი
მომწოდებელი: პროჯექტ ფოლი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
კომპანია "პროჯექტ ფოლი", რომელიც ოპერირებს საქართველოს ბაზარზე დეკორატიული ლესვის, სარემონტო და ინტერიერი დიზაინის სამუშაოს მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას მლესავ-დეკორატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სპეციალური დეკორატიული სამუშაოების შესრულება (შეგასწავლით ადგილზე);
** სამუშაო ობიექტის მოწესრიგება;
** სხვა საჭირო სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული აზროვნების უნარი;
** სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** შესაბამისი ფიზიკური მონაცემები;
** ლესვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; კვირაში 40 საათი
გამოსაცდელი ვადა: 1 - 3 თვე
ჩვენთან გელოდებათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენს შესახებ მოკლე ავტობიოგრაფია/ან სამოტივაციო წერილი (რატომ გსურთ ჩვენთან დასაქმება) და საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ მისამართზე: project.folie@gmail.com - სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, არსებობის შემთხვევაში, ელფოსტას თან დაურთოთ თქვენს მიერ შესრულებული ნამუშევრების ფოტო-სურათი.

რეზიუმეს გადმოგზავნის ბოლო ვადა არის 17 ივლისი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს შემდგომი გასაუბრებისთვის.

კომპანია "პროჯექტ ფოლი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, შერჩევის პროცედურების დასრულებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ხოლო თუ გსურთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე წაიშალოს ჩვენი მონაცემთა ბაზიდან, გთხოვთ, მოგვმართოთ: project.folie@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია