დასახელება:
მათემატიკის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO
|
გამოქვეყნდა: 10 ივლისი
/ ბოლო ვადა: 11 აგვისტო
|
"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" არის აბიტურიენტთა მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, რომელიც უკვე ჩვიდმეტი წელია წარმატებით ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სფეროში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აბიტურიენტთა მომზადებაში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პედაგოგთა შერჩევასა და გადამზადებას. თითოეული კანდიდატი შეირჩევა კონკურსის წესით.
"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე, რომელმაც უნდა მოამზადოს მე-5-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** პედაგოგად/რეპეტიტორად მუშაობის სტაჟი ჩაითვლება პრიორიტეტად;
** თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, პასუხისმგებლობის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, 15 სექტემბრიდან.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
** პირველი ეტაპი: ტესტირება და გასაუბრება
** მეორე ეტაპი: ღია გაკვეთილის ჩატარება.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს. 11 აგვისტომდე გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancykegakademia@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|