Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=648892&print=yes&view=jobs
 
მზარეული, სტიუარდი, მიმტანი, ბარმენი, ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული, სტიუარდი, მიმტანი, ბარმენი, ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო Iberia Palace
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
სასტუმრო-რესტორანი "იბერია პალასი" პირველი მაღალი კლასის სასტუმროა ზუგდიდში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ მოედანთან და წარმატებულად ფუნქციონირებს 2015 წლიდან. 2023 წელს ჩატარდა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები და 2024 წლიდან სრულიად განახლებული "იბერია პალასი" კვლავ მასპინძლობს სტუმრებს.

ეს პროექტი მიზნად ისახავს ახალი სტანდარტის დამკვიდრებას რეგიონის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში და უმაღლესი ხარისხის განთავსების, კვებისა და გართობის საშუალებების შეთავაზებას ერთ სივრცეში.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
** კვებას.
** კომპანიის ობიექტებზე კორპორაციულ ფასდაკლებას.
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას.
** კომფორტულ სამუშაო პირობებს.
** მეგობრულ კოლექტივს.

"იბერია პალასი " აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს:

1. დილის ცვლის მზარეული

სამუშაო გრაფიკი: 07:00 საათიდან 12:00 საათამდე.

მოვალეობები:

** დილის საუზმის მომზადება სასტუმროს სტუმრებისთვის. საუზმის ტიპი-შვედური მაგიდა. იშვიათ შემთხვევებში პერსონალური საუზმის დამზადება (შეკვეთა ნომერში).
** არსებული საუზმის/ბრანჩის მენიუს კერძების დამზადება ნებისმიერი მსურველისთვის (იგულისხმება როგორც სასტუმროს სტუმარი, რომელსაც სურს დამატებით შეკვეთა, ასევე სტუმრები, რომლებიც არ ცხოვრობენ სასტუმროში, არამედ სტუმრობენ რესტორანს საუზმის მისართმევად).
** საუზმის პროდუქტის აღრიცხვა ჩამოწერა;
** მეორე დღის მარაგისა და მიზანკლასის მომზადება;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების და შინაგანაწესის დაცვა;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საჭირო უნარები:

** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** პროფესიული განათლება (ჩაითვლება უპირატესობად).

პირადი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალური.
** აქტიური.
** ყურადღებიანი დეტალებისადმი.
** ორგანიზებული.
** სწრაფად მუშაობის უნარი.

2. სტუარდი

სამუშაო გრაფიკი: 11:00 საათიდან 23:00 საათამდე/13:00-დან 01:00-მდე

მოვალეობები:

** უზრუნველყოს სამზარეულოს და საკვების მოსამზადებელი ტერიტორიების სისუფთავე.
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე.
** გარეცხოს რესტორანში არსებული ჭურჭელი და სამზარეულოს ინვენტარი.
** გამოიყენოს საწმენდი საშუალებები და ქიმიკატები უსაფრთხოების და კომპანიაში არსებული წესების დაცვით.
** საჭიროებისამებრ ან ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების შესაბამისად შეასრულოს დამატებითი მოვალეობები.
** დაიცვას კომპანიაში არსებული სტანდარტები და შინაგანაწესი.
** დაიცვას სანიტარული და ჰიგიენური ნორმები.
** დაიცვას ჰასპის სტანდარტები.

საჭირო უნარები:

** ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება.
** რესტორნის კუთვნილი ჭურჭლის და ინვენტარის გაფრთხილება.

პირადი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** პუნქტუალური.
** აქტიური.
** ყურადღებიანი დეტალებისადმი.
** ორგანიზებული.
** სწრაფად მუშაობის უნარი.

3. ბარმენი

სამუშაო გრაფიკი: 15:00-დან - რესტორნის დახურვამდე.

მოვალეობები:

** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და შეთავაზება სტუმრებისთვის.
** შეკვეთების მიღება და მომზადება ოპტიმალურ დროში დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტების მიხედვით.
** გეგმური ინვენტარიზაციის წარმოება და აღწერის
შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
** ბარისთვის საჭირო პროდუქციის შეკვეთა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით.
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად.
** სამუშაო ადგილის მოწესრიგება, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
** მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.

საჭირო უნარები:

** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** სასმელების ასორტიმენტის ცოდნა.
** კლასიკური კოქტეილების დამზადების ცოდნა.

პირადი უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფად მუშაობის უნარი.

4. მიმტანი

სამუშაო განაკვეთები: 11:00-დან 20:00-მდე/11:00-დან 01:00-მდე/11:00-დან 03:00-მდე/18:00-დან 03:00-მდე.

მოვალეობები:

** მოამზადოს რესტორნის ტერიტორია სტუმრების მისაღებად გახსნის და დახურვის ჩექ ლისტების შესაბამისად. დარწმუნდეს, რომ მაგიდები გაწყობილია და მარაგშია საჭირო ჭურჭელი და ინვენტარი;
** კომპანიაში მიღებული სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოემსახუროს სტუმრებს;
** საფუძვლიანად შეისწავლოს კვებისა და სასმელების მენიუ და მიაწოდოს სტუმრებს საჭირო ინფორმაცია.
** გაწეული მომსახურების შემდეგ რეგულარულად გადაამოწმოს სტუმრის აზრი და გაითვალისწინოს მიღებული კომენტარები, გაუზიაროს სამზარეულოსაც და ხელმძღვანელს.
** სამზარეულოსთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით მოახდინოს სტუმრის კმაყოფილების ზრდა;
** გაყიდვების შესაბამისი უნარის გამოყენებით აქტიურად მოახდინოს სასმელებისა და საკვების რეალიზაცია.
** სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად შეასრულოს სამუშაო სივრცის დასუფთავების ვალდებულებები.
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** დარწმუნდეს, რომ ყველა შეკვეთა შეყვანილია სისტემაში, ანგარიშები გადახდილია ნაღდი ფულით ან ბარათით, ან დარიცხულია სტუმრის ანგარიშზე, ხოლო ოთახზე დარიცხულ ჩეკზე დაფიქსირებულია სტუმრის ხელმოწერა.
** იყოს კოლეგიალური ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება სასტუმროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან..
** დაიცვას კომპანიაში არსებული სტანდარტები და შინაგანაწესი.
** დაიცვას სანიტარული და ჰიგიენური ნორმები.
** დაიცვას ჰასპის სტანდარტები.

საჭირო უნარები:

** აუცილებელია მიმტანის პოზიციაზე გამოცდილება.
** აუცილებელია ქართულ ენაზე გამართულად საუბარი.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).
** სასურველია სარესტორნო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პირადი უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** სწრაფად მუშაობის უნარი.

5. სასტუმროს ადმინისტრატორი

სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს: 24 საათიანი მორიგეობა.

მოვალეობები:

** სტუმრის მიღება, განთავსება და რეგისტრაცია.
** რეგისტრაციის ფორმების შევსება და პირადობის დამოწმება.
** ოთახების ჩაბარება და გასაღებების გადაცემა.
** სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** ჯავშნების გრაფიკების კონტროლი. (დასტური, გაუქმება და ა.შ.)
** დოკუმენტაციის და ანგარიშგებების წარმოება.
** ტელეფონის ზარების და მიმოწერის მართვა.
** სტუმრებთან ანგარიშსწორება.
** უშუალო ხელმძღვანელისგან მითითების შესრულება.
** კომპანიაში არსებული სტანდარტები და შინაგანაწესის დაცვა.

საჭირო უნარები:

** აუცილებელია ქართულ ენაზე გამართულად საუბარი.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ამ პოზიციაზე, მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სასურველია, სასტუმროს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პირადი უნარ-ჩვევები:

** ენერგიული
** ორგანიზებული
** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 592-61-52-52
ელფოსტა: iberia.palace2015@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია