დასახელება:
ჰოუმმარტის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
იბერკომპანი
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 09 აგვისტო
|
შპს "იბერკომპანი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ცენტრ ჰოუმმარტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება -შესაძლებელია სტუდენტიც;
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე უკუკავშირი;
** შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება;
** მოიჯარეებთან ეფექტური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება;
** გამოვლენილი ხარვეზების გადამისამართება შესაბამის პირთან და პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** სავაჭრო ცენტში არსებულ ნებისმიერ დარღვევაზე დროული რეაგირება;
** შემოსულ საჩივრებსა თუ წერილებზე უკუკავშირი;
** საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებთან კონსულტირება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის ზეპირი და წერილობითი დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
პირობები:
** მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ
** სამუშაო გრაფიკი: სამი დღე მუშაობა, მომდევნო სამი დღე -დასვენება ;
** ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მეგობრული გარემო
** განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მითითებულ მისამართზე: info@ibercompany.ge დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|