Робота для біженців з України
სუ შეფი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ შეფი
მომწოდებელი: სასტუმრო გუდაური მარკო პოლო
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"Marco Polo Hotel Gudauri" 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.

123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. "Marco Polo Hotel Gudauri"-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

"Marco Polo Hotel Gudauri" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის (Sous chef) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მენიუებში არსებული კერძების მომზადება მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის გათვალისწინებით
** სასტუმროს შინაგანაწესის, საოპერაციო პროცედურებისა და წესების შესაბამისად მუშაობა, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების), ჰიგიენისა და სანიტარული სტანდარტების გათვალისწინება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამზარეულოს სექციების ზედამხედველობა, შეკვეთების დროული მომზადებისა და პრეზენტაბელურობის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** შეფ მზარეულის ასისტირება სამზარეულოს სამუშაო პროცესების დაგეგმვის, კერძების მომზადებისა და ადმინისტრაციული საკითხების კუთხით
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს თანამშრომელთა გუნდის ზედამხედველობა, მათი სამუშაო პროცესების მონიტორინგი და შეფასება
** კერძების გემოვნური თვისებების კონტროლი, შეფ მზარეულის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
სამზარეულოს სტანდარტებისა და კერძების პრეზენტაბელურობის მონიტორინგი
** ხარისხის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის საჭირო სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირება შეფ მზარეულთან
** სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს ინვენტარის ზედამხედველობა, დანაკარგების მინიმიზაცია, მარაგების, პორციებისა და "მიზან-პლასის" კონტროლი, წინასწარი მომარაგების უზრუნველყოფა
** შეფ მზარეულის ასისტირება სამზარეულოსა და ჭურჭლის სამრეცხაოს ბიუჯეტირების კუთხით, ხარჯების კონტროლი
** სამზარეულოს თანამშრომლების დატრენინგება, მათი სამუშაო პროცესების მუდმივი ხელშეწყობა

მოთხოვნები და უნარები:

** Sous chef-ის, senior chef de partie-ს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** სიახლეებისადმი მზაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე