Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=648746&print=yes&view=jobs
 
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული პერსონალის დაკომპლექტების მიზნით ვაკანტურ თანამდებობებზე შერჩევის პროცესის ორგანიზება;
** ფაკულტეტის პერსონალის ბაზების წარმოება და მუდმივი განახლება;
** მოწვეული/აკადემიური პერსონალის აყვანასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება, მათ შორის ხელშეკრულების გაფორმება, სხვა დოკუმენტაციის წარმოება, შენახვა და პერსონალის პირადი საქმეების მართვა;
** უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის კონსულტაციის გაწევა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე
** პერსონალის QMS ბაზის, RS ბაზის და შიდა საუნივერსიტეტო ელექტრონული ბაზის წარმოება;
** შიდა ტრენინგების და სწავლებების ორგანიზებაში ჩართულობა;
** გუნდურობისა და ორგანიზაციული კულტურის გაძლიერების მიზნით არაფორმალური ღონისძიებების, სხვადასხვა გასვლითი აქტივობების ორგანიზებაში ჩართულობა;
** პერსონალის მივლინებების, შვებულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციების მომზადება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე სამსახურის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია