Робота для біженців з України
ელექტროენერგიის ტრეიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტროენერგიის ტრეიდერი
მომწოდებელი: Power-IT
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
ენერგეტიკულ კომპანია "Power-IT" აცხადებს ვაკანსიას ელექტროენერგიის ტრეიდერის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკის სრულყოფილი ცოდნის გამოყენება ელექტროენერგიით წარმატებული ვაჭრობისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას. ფიქსირებული ხელფასი + გამომუშავებადი ბონუსი (ბრუნვის 1% საკუთარი მზარდი პორტფელდან)
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს A კასის ბიზნეს ცენტრში, თბილისში, City Tower-ში
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტროენერგიით ვაჭრობის ოპერაციების განხორციელება.
** საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ტენდენციების ანალიზი და პროგნოზირება.
** ენერგეტიკის მარეგულირებლის (სემეკ) მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** ეფექტური კომუნიკაცია ესკო-სთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან (სსე) და სემეკ-თან.
** ბაზრის ოპერირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტროენერგიის ტრეიდინგის ან ენერგეტიკის სფეროში.
** საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ღრმა ცოდნა.
** ელექტროენერგიის მარეგულირებელი მოთხოვნების სრულყოფილი ცოდნა.
** პრაქტიკული გამოცდილება ბაზრის ოპერირებაში.
** რეგულაციების დოკუმენტურად მოგვარების უნარი.
** გამორჩეული საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები.
** პრობლემების გადაწყვეტის და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე nj@power-it.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე