Робота для біженців з України
მეორადი ავტომობილების გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მეორადი ავტომობილების გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" მეორადი ავტომობილების გაყიდვების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მეორადი ავტომობილების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა და მომხმარებელთა პორტფელის გაზრდა;
** მეორადი ავტომობილების რეალიზაციის ახალი არხების მოძიება და არსებული არხების სტიმულირება;
** საავტომობილო ბაზრის კვლევა, ფასთა დინამიკის მუდმივი მონიტორინგი;
** პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრა და ახალი მომხმარებლების მოძიება;
** მეორადი ავტომობილების ჩაბარებისა და რეალიზაციის სრული ციკლის მართვა;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** სხარტი აზროვნება და სწრაფად ათვისების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

ტოიოტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

გამოაგზავნე განაცხადი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე