Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - სოფელი ნასამხრალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: თელავის ფილიალი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
კომპანია შპს "თელავის ფილიალი" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს.

ჩვენ გთავაზობთ დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე საქართველოს შემდეგ რეგიონში: თელავი სოფ.ნასამხრალი.

ანაზღაურება: 1000 ლარი (NET).
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი მოკლე დღეა და კვირა დასვენების დღე.

მოლარე-ოპერატორის უფლება-მოვალეობები:

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია);
** პუნქტუალურობა

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მოლარე-ოპერატრი.

შეტყობინება: შპს "თელავის ფილიალი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "თელავის ფილიალისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს "თელავის ფილიალი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "თელავის ფილიალის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "თელავის ფილიალის" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე