Робота для біженців з України
IFRS რეპორტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IFRS რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას IFRS რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე:

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ფინანსური ანგარიშგების მომზადება საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) შესაბამისად შიდა და გარე მომხმარებლებისთვის (აუდიტორები, ბანკები, ინვესტორები და სხვა);
** მმართველობითი ანგარიშგებების მომზადება;
** სარასის მიზნებისათვის ყველა კომპანიის (გარდა იმ კომპანიებისა, რომლებზეც აუდიტი ჩატარდა) ფინანსური ინფორმაციის მომზადება
** ყოველკვარტალური მენეჯერული რეპორტების მომზადება და ანალიზი;
** აუდიტორებთან ურთიერთობის კოორდინირება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დროს აუდიტორების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციების დამუშავება და მიწოდება;
** IFRS სტანდარტებიდან გამომდინარე საჭირო კორექტირებების შემუშავება;
** ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის საბუღალტრო ბაზაში აღრიცხული მონაცემების კონტროლი;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები /ბიზნეს ადმინისტრირება /ეკონომიკური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი;
** აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ACCA სერტიფიცირება ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1853

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე