დასახელება:
ციფრული ანგარიშის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ედჰაბი
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 09 აგვისტო
|
თუ ციფრული მარკეტინგი შენი სტიქიაა, კარგად გაქვს განვითარებული კომუნიკაციის უნარები და შეგიძლია სხვადასხვა ბრენდის მართვა ერთდროულად - ეს შანსი შენთვისაა!
რას გააკეთებ ჩვენთან ერთად:
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა
** მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა და კოორდინაცია
** ციფრული კამპანიების მართვა (Facebook, Instagram, Google Ads და სხვა)
** შიდა გუნდის (კრეატიული, დიზაინის, მედიასპეციალისტების) კოორდინაცია
** კამპანიების მონიტორინგი, რეპორტინგი და ოპტიმიზაცია
რას ველით შენგან:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში ან ციფრული ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე
** ციფრული არხების ცოდნა (Meta, Google) და ანალიტიკის ინსტრუმენტების (Google Analytics, Meta Ads Manager)
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გუნდური მუშაობის უნარი და პროაქტიულობა
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი დონე (ქართულად და ინგლისურად)
რას გთავაზობთ:
** საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** სარეკლამო მიმართულებით სააგენტოსთან არსებულ აკადემიაში ტრენინგების დაფინანსებას
** მოქნილ სამუშაო განრიგს (ჰიბრიდული რეჟიმი)
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა - გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ მისამართზე: info@adhub.ge (subject: Digital Account Manager)
|
|
|
|