Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=648585&print=yes&view=jobs
 
მცხობელი / კონდიტერი - ჩინეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი / კონდიტერი
მომწოდებელი: ქართული რესტორანი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
ქალაქ გუანჯოუში მდებარე ქართული კვების ობიექტი ეძებს პროფესიონალ მცხობელს/კონდიტერს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი.

მდებარეობა: ქალაქი გუანჯოუ, ჩინეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა ტკბილეულის (ნამცხვრები, ტორტები, ფუნთუშეული, კრუასანები, მაკარონები და სხვა) მომზადება ევროპული სტანდარტით;
** მენიუს დაკომპლექტება და განახლებაში მონაწილეობა;
** რეცეპტების კალკულაცია და ხარჯთაღრიცხვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი პროფესიულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოსადმი პასუხისმგებლობიანი, ენერგიული და პოზიტიური დამოკიდებულება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (საშუალო დონე);
** წინა სამსახურიდან მოწოდებული სარეკომენდაციო წერილი.

პირობები:

** ხელშეკრულების ხანგრძლივობა: მინიმუმ 2 წელი (შეიძლება გაგრძელდეს შეთანხმებით);
** ხელფასი: $1000-1500$ (ხელზე ასაღები თანხა);
** გაყიდული პროდუქტის მოცულობაზე დამოკიდებული ბონუს სისტემა;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფილი;
** ყოველდღიური კვება სამუშაო დღეს;
** სამუშაო ვიზით უზრუნველყოფა;
** ერთმხრივი ავიაბილეთი (საქართველოდან ქალაქ გუანჯოუში).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: 2744726810@qq.com

შეუერთდი ჩვენს საერთაშორისო და მეგობრულ გუნდს და გაავრცელე ქართული გემო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მეგა ქალაქში!

გთხოვთ, ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია