Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: რესტორანი AMO
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"ამო" - თანამედროვე ქართული რესტორანი მთაწმინდაზე ვაკანსიას აცხადებს ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე)
ანაზღაურება: 1200 ₾

დაინტერესებული კანდიდატებისგან ველით შემდეგ პიროვნულ თვისებებს:

** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ტერიტორიის მოვლა და დასუფთავება;
** რესტორნის ჭურჭლის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცის ჰიგიენის შენარჩუნება;
** სარეცხის მანქანის გამოყენება ინსტრუქციების მიხედვით;
** ჭურჭლის სწორად დალაგება, გასაშრობად განთავსება და შესაბამისი ადგილების მოწესრიგება;
** ნარჩენის რეგულარული გატანა და სანარჩენე ტერიტორიის დასუფთავება;
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას სამუშაო საათებში;
** საღამოს ცვლაში ტრანსპორტირებას;
** მეგობრულ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის სრული მხარდაჭერასა და მუდმივ უკუკავშირს.

შერჩევის პროცესი:

** კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე;
** შერჩეულ კანდიდატს მუშაობის დაწყება მოუწევს დაუყოვნებლივ.

განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com წერილის სათაურის ველში მიუთითოთ: პოზიციის დასახელება - თქვენი სახელი და გვარი
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში  შეაგროვოს,  დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი 
დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე