Робота для біженців з України
პრისელერი/სავაჭრო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი/სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას პრესეილერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე ქ. თბილისში. (ჰორეკას მიმართულებით)

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: პირველი 3 თვე სტაჟირების (პროდუქციის შესწავლის) პერიოდში 1500 ლარის ოდენობით, 3 თვის შემდეგ 2500-3500;

მოვალეობები:

** Horeca მიმართულებით ობიექტებთან პარტნიორობა;
** პოტენციური პარტნიორებისთვის პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა;
** მიმდინარე პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია, ახალი ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების პროცესის წარმოება, შეკვეთების აღება.

მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი
** სასურველია უცხო ენების ფლობა

ბენეფიტები:

** საწვავის ხარჯის დაფარვა;
** მანქანის ცვეთის ხარჯი;
** ულიმიტო სასაუბრო მობილური პაკეტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სავაჭრო აგენტი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე