Робота для біженців з України
პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს: https://www.gtgroup.ge

სამუშაო ადგილი: დიღომი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 216;
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ინჟინერიის, ტრანსპორტის, მშენებლობის ან მენეჯმენტის სფეროში;
** მეტროს და/ან რკინიგზის სისტემების ცოდნა და მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე;
** სასურველია ჩინური ენის ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის სრული ციკლის მართვა - პროდუქტის დიზაინის, ლოჯისტიკის, ტესტირებისა და საბოლოო გადაცემის პროცესების ჩათვლით;
** პროექტის გეგმისა და გრაფიკის შედგენა და შესრულების მონიტორინგი
** პროექტის მონაწილე მხარეებთან ეფექტური კოორდინაცია;
** პროდუქტის მიწოდებისას სავალდებულო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** ლოჯისტიკური პროცესების მართვა;
** ტრეინინგების და ტესტირების გრაფიკის შეთანხმება მონაწილე მხარეებთან და მონიტორინგი;
** საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საგარანტიო პირობების და მოთხოვნების მონიტორინგი და მათი დაცვით უზრუნველყოფა;
** პროცესების დოკუმენტირება და პროექტის პროგრესის ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან;

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge 2025 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე