Робота для біженців з України
უნივერსალური კონსულტანტ-მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური კონსულტანტ-მოლარე
მომწოდებელი: 4WD
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
კომპანია 4WD (4x4 ავტომანქანების აქსესუარები) აცხადებს ვაკანსიას მაღაზიაში უნივერსალური კონსულტანტ-მოლარის პოზიციაზე

** მოვალეობები:

** კლიენტთან სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რაოდენობის მუდმივი აღრიცხვა და კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა საწყობთან, პროდუქციის დამატებასთან დაკავშირებით.
** მომხმარებელთაგან თანხის მიღება;
** სალაროზე მუშაობა.
** გაყიდვის შემდგომ თანხის მიღება და ყველა საჭირო საბუთის გაფორმება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობების შესრულება;
** მენეჯმენტისათვის ზეპირი და წერილობითი რეპორტების მომზადება მაღაზიის მუშაობის შესახებ, კლიენტის საჭიროებების, მათი პრობლემების და ინტერესის სფეროებთან დაკავშირებით

სავალდებულო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ 1 წელი;
** უმაღლესი განათლება;
** MS Office-ის საშუალო დონეზე ფლობა;
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა;

სასურველი უნარ-ჩვევები:

** სასურველია 4x4 (მაღალი გამავლობის) ავტომობილების მოდელების და ზოგადი ტექნიკური მონაცემების ცოდნა.
** კლიენტთან მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
** კლიენტზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** ოპერატიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ. თბილისი, დიდუბე ზაირია კიკვიძის #4 (ყოფილი მექანიზაციის 1)
შოურუმი- მაღაზია 4 ვე დე
სამუშაო განრიგი 10:00 დან - 18:00 საათამდე ან 11 დან 7 საათამდე. კვირა დღე დასვენება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები ხელფასი გამოსაცდელი პირველი თვე 800 ლარი, შემდგომი თვე ხელფასი მზარდია და 1500 ლარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.მისამართზე: elene4wd@gmail.com და subject-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე