დასახელება:
მშენებლ. ხარისხის მართვისა და კონტრ. სამსახურის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
თბილისი ენერჯი
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. 21ა;
ანაზღაურება: კონკურენტული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება
დამატებითი მოთხოვნები: მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
** სამსახურში შემოსულ წერილებსა და დავალებებზე დროული და ჯეროვანი რეაგირება;
** სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული ბაზების წარმოება;
** საშემსრულებლო დოკუმენტაციის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვა და შემსრულებლებზე ** გადანაწილება დადგენილი წესის შესაბამისად;
** მიწის სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შემსრულებლისთვის თემატურად და რაიონების მიხედვით;
** პირველადი გაზმომარაგების დაწყების შესახებ განცხადებების ვადების კონტროლი
კომპიუტერული უნარ-ჩვევები: Ms Office
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 8 აგვისტო
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში." კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|