დასახელება:
ჭადრაკის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2024-2025 სასწავლო წლის ჭადრაკის მასწავლებლის პოზიციაზე წყნეთის ფილიალში.
"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანაბარ საფუძველზე.
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს "ბაქსვუდის სკოლის" სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 23 წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო ეტაპები:
კონკურსი ტარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით. ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება.
განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.
გამოცდილება: სკოლის ასაკის ბავშვებთან მუშაობა (სასურველია სკოლის სივრცეში მინ.1 წელი);
საჭირო კომპეტენციები:
** ეფექტური ვერბალური და ციფრული კომუნიკაციის უნარები;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** პროფესიული ზრდის ინტერესი და მოტივაცია;
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური სამუშაო ატმოსფეროს ხელშეწყობის უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად)
** სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდოლოგიებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
კლასები: I - IV + სასკოლო დამატებითი კლუბი (მე-3 - მე-4 კლასელთათვის)
სამუშაო განრიგი: 2 დღე
სამუშაო საათები: 11 საათი
ანაზღაურება: ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი სრულყოფილი რეზიუმე, სამოტივაციო წერილით ელექტრონულ მისამართზე: n.betchvaia@buckswood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ჭადრაკის მასწავლებელი
"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.
|
|
|
|