Робота для біженців з України
თერაპიული განყოფილების რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თერაპიული განყოფილების რეგისტრატორი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას თერაპიული განყოფილების რეგისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
** გამართული მეტყველება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის ჩაწერა/მიღება, მათი საჭიროების დადგენა, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევამდე სამედიცინო ბარათის გახსნა და პროგრამაში რეგისტრაცია.
** დაზღვევით მოსარგებლე პაციენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და დოკუმენტის ასლების (პირადობის მოწმობის ასლი, დაზღვევის ასლი) აღრიცხვა-შენახვა.
** პაციენტების შესახებ დოკუმენტაციის დახარისხება, აღრიცხვა ბაინდერებში
** პაციენტებთან კომუნიკაცია.
** ექიმის დანიშნულების საფუძველზე კვლევებზე ჩაწერა
** პაციენტებისთვის სალაროს ჩეკის გამოწერა, პაციენტისაგან თანხის მიღება

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** სერვისული

სამუშაო საათები:

** ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00 ან 09:00-17:00)
** თვეში ორი შაბათი (10:00-15:00)

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე