დასახელება:
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დაირექტ დებიტ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 08 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე (თბილისი).
სავალდებულო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპიუტერული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვა;
** საოფისე კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** სხვადასხვა საოფისე პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა დადგენილი პოლიტიკის შესაბამისად;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
** კომპიუტერული და ქსელური ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, გამართვა და კონფიგურირება;
** თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის და დახმარების გაწევა;
** სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** შიდა და გარე მომხმარებლებთან გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი ინდივიდუალურად და გუნდთან შეთანხმებით;
** პროაქტიული დამოკიდებულება ახალი ამოცანების მიმართ;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო დრო: 10:00-19:00
ანაზღაურება: დარიცხული 1600 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2025 წლის 31 ივლისის ჩათვლით (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
|
|
|
|