Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=648180&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
"დელივო" — ერთ-ერთი წამყვანი საფოსტო-საკურიერო კომპანიაა ლოჯისტიკის სფეორში, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია მოიცავს 35-მდე სერვის ცენტრს 24 ქალაქში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხელმისაწვდომ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

"დელივოს" ძირითადი მისიაა თანამედროვე, ინოვაციური და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მზარდ მოთხოვნებს.

კომპანიის საქმიანობა ეფუძნება ეფექტურობას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს — რაც უზრუნველყოფს გზავნილების სანდო, სწრაფ და კომფორტულ მიწოდებას როგორც ინდივიდუალურად, ისე კორპორატიული პარტნიორებისთვის."

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მისამართი: დიდ დიღომი, ფარსადანის 10 ნომერი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ-ცენტრის სტრუქტურის ფორმირება და დანერგვა;
** ქოლ-ცენტრის შიდა კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების მართვა/ გაუმჯობესება/კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი (SLA, გაუცემელი ზარები, საშუალო მომსახურების დრო);
** გუნდის მართვა (მოტივაცია, ტრენინგები, კომუნიკაციის კონტროლი, რეგულარული ფიდბექი);
** ლოგისტიკის, მხარდაჭერის, საწყობისა და კურიერის ოპერაციებთან კოორდინაცია;
** სკრიპტების, საუბრის სტანდარტების, ავტომატიზაციისა და IVR სისტემების დანერგვა;
** B2C მომხმარებელთა სტრატეგიული მხარდაჭერა;
** პროცედურების, დისციპლინისა და კომუნიკაციის ხარისხის დაცვა;
** მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის დაფიქსირების შემთხვევაში საკითხის მოკვლევა. ინფორმაციის შეგროვება და დეტალური ადმინისტრირება საკითხის შესახებ შესაბამის განყოფილებასთან. საბოლოო უკუკავშირის დაბრუნება მომხმარებლისათვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ქოლ-ცენტრის მართვაში;
** პროცესების ნულიდან შექმნის გამოცდილება;
** Excel / Google Sheets / IP-ტელეფონიის ინსტრუმენტების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

რომელ უნარებს მივანიჭებთ უპირატესობას?

** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** მოქნილობა, დიპლომატიურობა;
** მოტივირებულობა, ენთუზიაზმი;
** ორგანიზებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV არაუგვიანეს 2025 წლის 7 აგვისტოსი. გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია