Робота для біженців з України
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: MQS Representation in Georgia
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
შპს "მგს-ს საქართველოს ფილიალი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR-ის მიმართულებით;
** ქართული, რუსული, ინგლისური ენის ფლობა.

ფუნქცია და მოვალეობები:

** HR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და მართვა;
** ახალ თანამშრომელთა ინტეგრაცია, სტაჟირება და ადაპტაციის პროცესების მართვა;
** უკუკავშირის შეგროვება ახალ თანამშრომლებთან ადაპტაციის პროცესის გასაუმჯობესებლად.
** შრომითი ხელშეკრულებებისა და დოკუმენტაციის მომზადება (ბრძანებები, შეთანხმებები, აქტები, ახსნა-განმარტებები და სხვ.).
** თანამშრომლისთვის შრომითი პირობების გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა გადაადგილება/დაწინაურების ადმინისტრირება შესაბამისი დოკუმენტაციით;
** სამუშაო საათების აღრიცხვა.
** კომპანიაში არსებული ბენეფიტების მართვა.
** თანამშრომელთა ჩართულობისა და კმაყოფილების ზრდა პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნით.

ღირებულებები და პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** სამართლიანობა, ლოიალურობა და მთლიანობა;
** დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** შეზღუდული დროის გარემოში ეფექტური მუშაობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი.

ხელფასი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)
დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ტრანსპორტის უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: emagaldadze@mqs.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე