დასახელება:
დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 ივლისი
|
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო დღის განმავლობაში საქმიანი შეხვედრების და პრეზენტაციების გამართვა;
** სატელეფონო შეთავაზების გაკეთება პოტენციურ კლიენტებთან (იურიდიულ პირებთან);
** ხელშეკრულებების მომზადება;
** მოზიდული კლიენტების მუდმივი მონიტორინგი და კომუნიკაცია;
** ბანკის მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტებისაგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება უშუალო უფროსისათვის;
** კლიენტებთან მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
** განყოფილების უფროსის დავალების შესაბამისად პოტენციური კლიენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით);
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|