Робота для біженців з України
ბუღალტრის უმცროსი ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის უმცროსი ასისტენტი
მომწოდებელი: Costa Coffee
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
Costa Coffee Georgia_ს გუნდში ვეძებთ ბუღალტრის უმცროს ასისტენტს

Costa Coffee მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ყავის ბრენდია, რომელსაც უკვე 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და 40-ზე მეტ ქვეყანაში გულით უმასპინძლდება ყავის მოყვარულებს.

ლოკაცია: ირაკლი აბაშიძის N 68 (ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი)
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00, შესვენება 13:00 - 14:00

ფუნქცია/მოვალეობები:

** ფილიალების სალაროების ყოველდღიური მონიტორინგი და კონტროლი
** ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კონტროლი
** სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვა და მათი დოკუმენტური აღრიცხვა
** შიდა გადაზიდვების დოკუმენტაციის დაწერა და კონტროლი
** სამუშაო ფაილების აწყობა და დადარება Excel - ის პროგრამაში
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - სასურველია ფინანსური აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც)
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა Balance_ში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე info@costacoffee.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20.07.2025

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და თქვენი რეზიუმე შეინახება კანდიდატთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე