დასახელება:
E-commerce კონტენტ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ალტა
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.
შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას E-commerce კონტენტ მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე:
მოვალეობები:
** კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის ატვირთვა;
** პროდუქციის აღწერის, ანოტაციების და მახასიათებლების დამუშავება, ატვირთვა;
** პროდუქტების ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება და განთავსება საჭიროების შემთხვევაში;
** არსებული კონტენტის შემოწმება, კონტროლი და განახლება;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორინეტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვირს უნარი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/ywDXX6P6d4
|
|
|
|