Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარბიდპრო
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"ქარბიდპრო" არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ავტო იმპორტის ბაზარზე

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს თბილისში, რომლის უფლება-მოვალეობებში შედის:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია;
** მომხმარებელთა ბაზის დამუშავება.

მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა (აუცილებელი - საკომუნიკაციო დონეზე);
** საქმის სპეციფიკაში გარკვეულობა. (გვაქვს სტაჟირების პროგრამაც, სადაც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები ადგილზე შეგასწავლიან საქმიანობას)

უნარ-ჩვევები:

** გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი
მდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 2
ანაზღაურება: ფიქსირებული - 1000 ₾ + ბონუსი (1500-დან 7000 ₾-მდე გამომუშავებიდან გამომდინარე)

დაინტერესების შემთხვევაში CV-ებს ველით ელფოსტაზე: info@carbidpro.com. გთხოვთ, თემის ველში "subject" მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე