Робота для біженців з України
ძირითადი აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძირითადი აღმზრდელი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი აღმზრდელები (დედობილი და მამობილი)

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** გაუძღვეს მის პასუხისმგებლობაში არსებული ოჯახის მეურნეობას;
** უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით;
** შეასრულოს საჭირო საოჯახო-სამეურნეო სამუშაო;
** ასწავლოს ბავშვებს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი ცხოვრებაზე და ეტაპობრივად მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
** უზრუნველყოს მასზე მინდობილი ბავშვების აღზრდა-განათლება და მათი კეთილდღეობა;
** მჭიდრო კავშირები დაამყაროს ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრებთან;
** იზრუნოს მაქსიმუმ 6 სხვადასხვა ასაკისა და სქესის ბავშვზე, მიუხედავად მათი სქესისა, ეთნიკურობისა (ეროვნებისა), რელიგიისა, პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციისა.

მოთხოვნები:

წყვილი, რომელიც იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები
** ცვლაში მორიგეობა, ძირითადი სამუშაო ორშაბათი-პარასკევი, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) 2025 წლის 21 ივლისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე