დასახელება:
სამკერვალო საწარმოს ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
კაბა
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
ჩვენ შესახებ:
კაბა — ქალის ტანსაცმლის ბრენდია, რომელიც 27-წლიანი გამოცდილებით ოპერირებს ბაზარზე. გვაქვს საკუთარი საწარმოო ბაზა და მაღაზიების ქსელი. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ მენეჯერს, რომელიც ჩაუდგება სათავეში საწარმოო პროცესების მართვას და მუდმივ განვითარებაზე იზრუნებს.
ვაკანსია: სამკერვალო საწარმოს ხელმძღვანელი
მდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სამკერვალო საწარმოს ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და მართვა
** შეკვეთების მიხედვით სამუშაო გეგმის შედგენა და შესრულების კონტროლი
** კერვის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესების პროცესების მართვა
** მასალების, ფურნიტურისა და დანადგარების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა შერჩევა, მათთვის ამოცანების განსაზღვრა და მუშაობის მონიტორინგი
** კომუნიკაცია დიზაინერებთან, ტექნოლოგებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან
** წარმოების გრაფიკების და რაოდენობების შესრულების უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** სასურველია 3-წლიანი გამოცდილება სამკერვალო წარმოების მენეჯმენტში
** მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი და ლიდერული თვისებები
** ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა (კერვის ეტაპები, სტანდარტები და ხარისხის კონტროლი)
** სასურველია სამკერვალო ან ტექსტილის სფეროში განათლება
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: office@kabaofficial.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - სამკერვალო საწარმოს ხელმძღვანელი .
|
|
|
|