Робота для біженців з України
სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა. შერჩეული აპლიკანტი დასაქმდება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, კონტრაქტის გაგრძელების პერსპექტივით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** საგანმანათლებლო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ";
** თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები)
შესრულება:

** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამის სასწავლო ცხრილების და დატვირთვების შედგენის უზრუნველყოფა;
** შედგენილი სასწავლო ცხრილის დროული განთავსების უზრუნველყოფა საინფორმაციო დაფაზე, ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამებში ჩართული აკადემიური პერსონალის ფორმა 2-სა და ფორმა 5-ის მომზადების მონიტორინგი;
** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამის პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის უზრუნველყოფა და კონსულტირება;
** ბაზის მომზადება აკადემიური რეგისტრაციისთვის;
** სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში;
** განათლების მეცნიერებათა ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოების მონიტორინგი;
** სასწავლო კურსების პედაგოგებთან შეთანხმებით ფაკულტეტზე დანიშნული გამოცდების ცხრილის შედგენისა და მისი ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების უწყისების წარმოება - მოწესრიგების, აკადემიური პერსონალისთვის მიწოდების, ჩაბარების, განათლების მეცნიერებათა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შეფასებების ბაზაში შეტანის უზრუნველყოფა;
** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საბუთებისთვის (წარდგინება) მასალების მომზადების ორგანიზება;
** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა დიპლომის დანართების მომზადების ორგანიზება;
** დამატებითი სემესტრის ორგანიზება, სტუდენტების კონსულტირება და აკადემიურ რეგისტრაციაში დახმარება;
** კრედიტების აღიარების საფაკულტეტო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა - კრედიტების აღიარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, აღიარებული კრედიტების ბაზაში დაფიქსირების უზრუნველყოფა;
** მაგისტრატურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის სტუდენტთა რეიტინგული სიის მომზადების უზრუნველყოფა;
** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა ნაშრომების დაცვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** განათლების მეცნიერებათა ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტების, (ბრძანებები, დადგენილებები, ინსტრუქციები) პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა (თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და/ან თსუ სასწავლო დეპარტამენტის კოორდინირებით);
** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის საინფორმაციო მომსახურების გაწევა (სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სტუდენტების კითხვებზე პასუხის გაცემა პირადად, ტელეფონით და ელფოსტის საშუალებით; სტუდენტების დახმარება წერილების გაფორმების პროცესში; სტუდენტებისთვის კონსულტაციის გაწევა, თუ ვის უნდა მიმართონ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების მიზნით);
** სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);
** მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებთან სისტემატური კომუნიკაციის მონიტორინგი (სტუდენტების სისტემატური ინფორმირება sms-ის, ელ- ფოსტის საშუალებით სასწავლო პროცესის ვადების, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ახალი წესების, რეგულაციების, ინსტრუქციების მიღების/მათში ცვლილებების შეტანის, სხვა მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო სიახლეების, სემესტრული ცხრილების შესახებ);
** ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება ელ-ფოსტით უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ახალი წესების, რეგულაციების, ინსტრუქციების მიღების/მათში ცვლილებების შეტანის შესახებ;
** სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით (მაგალითად, ცხრილში არსებული პრობლემები, კრედიტების აღიარებასთან, ამა თუ იმ სასწავლო კურსზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.);
** სტუდენტთა ადმინისტრაციასთან შეხვედრებისა და ღია კარის დღეების ორგანიზება სხვა ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან თანამშრომლობით;
** საჭიროებებიდან გამომდინარე ფაკულტეტის დეკანის და დეკანის მოადგილეების, თსუ სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 4 ივლისიდან 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - " მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის პოზიცია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე