Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სავაჭრო ცენტრი პანორამა
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
ავეჯის სახლი პანორამა აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. გაყიდვების კონსულტანტი;
2. კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი;

საქმიანობა: სახლის ტექსტილის, ავეჯის და საოფისე ნივთების რეალიზაცია;
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.10

1. გაყიდვების კონსულტანტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორატიული და საცალო გაყიდვები, შეკვთების მიღება და ადმინისტრირება;
** პროდუქტის სრული ასორტიმენტის ცოდნა;
** პროდუქტის მაღაზიაში განთავსება შიდა სტანდარტების შესაბამისად;

მოთხოვნები: გამოცდილება გაყიდვებში, ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი სტაჟი;

ანაზღაურება:

ფიქსირებული 800 ₾ ფიქსირებული+პრემია შედეგის მიხედვით, საშუალოდ 1000+ ლარი;

2. გაყიდვების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები: კორპორატიული და საცალო გაყიდვების ორგანიზება, მართვა და წარმოება;

მოთხოვნები:   

** გამოცდილება გაყიდვების წარმოებასა და მართვაში (ერთ ადგილზე მუშაობის 2 წლიანი სტაჟი)
** საოფისე პროგრამების და სალარო ოპერაციების ცოდნა (ტესტირება ექსელში); 
** კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
** სააღრიცხვო პროგრამა-ინფოსთან და FMG მუშაობა.
** უმაღლესი განათლება;

ანაზღაურება: გაყიდვების მენეჯერის: ფიქსირებული 1000 ₾ + პრემია შედეგის მიხედვით, საშუალოდ 1200 + ლარი;

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 1 დან 2 კვირამდე არაანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

სამუშაო გრაფიკი:

** 10-30 დან 19-30 ზაფხულში და 11-00 დან 19-00 ზამთარში;
** კვირაში 2 დასვენების დღე;

ჩვენ გთავაზობთ:

** მშვიდი, სასიამოვნო გარემოს მინიმალური დატვირთვით;
** მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
** პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი სხვადასხვა რეალიზაციებთან დაკავშირებულ პროგრამებს.
** ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში;
** სწრაფად ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობას - ყოველ 6 თვეში ერთხელ შედეგების მიხედვით გექნება პოზიციური დაწინაურების შესაძლებლობა;

გთხოვთ CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ფოსტაზე: vacancy@pm.ge და საბჯექტში მიუთითო პოზიცია;

ვაკანსიებთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე:

მობ.: 591 408 092;
ან მოგვწეროთ Viber-ზე ან WhatsApp-ში ნომრებზე:
Viber WhatsApp: 599 068 468;
(შემოსულ ზარებზე პასუხი არ გაიცემა, კომუნიკაცია მხოლოდ მიმოწერით).

https://www.classica.com.ge
https://www.office1.ge

CV-ის ფოსტაზე vacancy@pm.ge ან WhatsApp-ში გამოგზავნის გარეშე ვაკანსია არ განიხილება.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გაქვთ განაცხადი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად იქნას.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე