Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Betsson Georgia
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"Betsson Georgia" ონლაინ თამაშების ბიზნეს ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების და სერვისების ფართო არჩევანის მიწოდება კომპანიის ძირითადი მიზანი და ფასეულობაა. კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო კი თანამშრომლებისა და ახალი შესაძლებლობების მაძიებლებისათვის დასაქმების საუკეთესო ადგილია.

ჩვენი კორპორატიული კულტურა გამორჩეულია თანასწორუფლებიანობით, გუნდურობით, მრავალფეროვნებით, ინიციატივებისა და კრეატიულობის წახალისებით, რომელიც ჩვენს სამ ძირითად ღირებულებაში აისახება: ერთიანი ბეთსონი, საქმის სიყვარული და სამართლიანი თამაში.

ამ ფასეულობების დამსახურებით, 2024 წელს Betsson Georgia Top Employer Institute-ს მიერ საუკეთესო დამსაქმებლად დასახელდა და გლობალურ ტექ. ინდუსტრიაში Top Employer-ის სტატუსი მიენიჭა.

მეტი "Betsson Georgia"-ს შესახებ გაიგეთ ბმულზე.

"Betsson Georgia" განაგრძობს ზრდას და ვეძებთ ახალ თანამშრომელს Betsson Sport-ში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის გამოსაგზავნად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://www.betssongroup.com/job/graphic-designer/

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 17 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე