დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ბაგრატიონი რეზიდენსი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
სამშენებლო კომპანია "Bagrationi Residence" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია (chek in) და გაშვება (chek out).
** ჯავშნების მიღება, განახლება და გაუქმება სატელეფონო ზარით, ელექტრონულად ან ადგილზე.
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება მომსახურებებზე, ფასებზე და წესებზე.
** ნომრების განაწილება და მათი სტატუსის მონიტორინგი (დასუფთავებულია, დაკავებულია, შესაკეთებელია და სხვ.).
** სტუმართა საჩივრებზე და მოთხოვნებზე რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადაგზავნა შესაბამის სამსახურთან.
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და სპეციალურ პროგრამაში მონაცემების სწორად დაფიქსირება
** დღიური ცვლის ანგარიში - ცვლის ბოლოს აუცილებელი ინფორმაციის გადაცემა მომდევნო ადმინისტრატორისთვის.
** კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან (დიასახლისები, ტექნიკური სამსახური, დაცვა და სხვ.).
** შიდა წესრიგისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა.
** რუსული ენის ცოდნა.
** ძირითადი კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office, ელ. ფოსტა)
** გუნდში მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა.
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კეთილგანწყობილი მიდგომა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობა.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** კომუნიკაციისა და მომსახურების მაღალი კულტურა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: n.verulidze@bagrationiresidence.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 41 27 27
|
|
|
|