დასახელება:
HR რეკრუტერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ეპიზოდი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:
https://www.episodehotels.com/
https://www.linkedin.com/company/67255972/admin/feed/posts/
სასტუმრო "ეპიზოდი" აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00-18:00)
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქუჩა # 41
ბენეფიტი: კვება/ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოზიციისთვის შესაბამისი სამუშაო აღწერილობის მომზადება;
** დასაქმების სააგენტოებთან კომუნიკაცია;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატებთან გასაუბრების ორგანიზება;
** On Boarding-ის სრული პროცესის მართვა;
** რეკრუტინგის სტრატეგიების შემუშავება და ახალი არხების მოძიება;
** რეპორტინგის წარმოება;
** კომპანიაში არსებული ბენეფიტების შეთავაზებების მართვა;
** თანამშრომლების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
** HR-თან დაკავშირებულ სხვა საკითხებში საჭიროებისამებრ ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
** ქართული ენის სრულყოფილად, ხოლო ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|