დასახელება:
ფუნთუშის აღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
იფქლი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
კომპანია "იფქლი" ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.
კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს ფუნთუშის აღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
** ფუნთუშეულის სარეალიზაციოდ მომზადებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება
** აკონტროლოს გამომცხვარი პროდუქციის დაყოვნების, გაგრილების და შეფუთვის დრო, ასევე აკონტროლოს ყუთებში ჩაწყობის, ეტიკეტირების პროცესი.
** აღრიცხოს დისტრიბუტორების მიერ წაღებული და დაბრუნებული პროდუქციის ყუთების რაოდენობა, აწარმოოს შესაბამისი მატერიალური და ელექტრონული დოკუმენტაცია.
** უზრუნველყოს წარმოებული და სარეალიზაციოდ წასაღები პროდუქტის სათანადოდ აღწერა და მონაცემების შეტანა საამისოდ განკუთვნილ დოკუმენტში.
** აღრიცხოს გამომცხვარი, წაღებული და დარჩენილი პროდუქციის რაოდენობა, სახეობების მითითებით.
** უზრუნველყოს საწარმოებლად საჭირო ნედლეულის დახარისხება, რაოდენობისა და ნაშთების, ასევე ვარგისიანობის ვადების კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაო დღეები: სამორიგეო ცვლა ყოველ მესამე დღეს;
სამუშაო ადგილი - ქ. ქუთაისი, ნიკეას 19
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 87 38 74
|
|
|
|