Робота для біженців з України
ემბრიოლოგის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ემბრიოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: ინვიტრო ლაიფი
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
კლინიკა "ინვიტრო ლაიფი" აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი: წინანდლის ქუჩა N 9 / 20 - ლ.მანაგაძის ქუჩა N 17, (სამშობიარო "ჯანმრთელობის სახლი"-ს გვერდით, მ/ს 300 არაგველი).
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი კვირაში)

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამედიცინო, ბიოლოგიის, ან საბუნებისმეტყველო განათლება;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების სამედიცინო პროგრამაში (Webmed Core) შეყვანა;
** პაციენტებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის (Word, Excel, Powerpoint) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
** სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

რეზიუმე (CV) მიიღება მიმდინარე წლის 01 აგვისტომდე.

გთხოვთ, მხოლოდ რეალურად დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ელ-მისამართზე: info@invitrolife.ge;

გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ემბრიოლოგის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე