დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
ედლაინი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
"პალიტრა ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "ედლაინი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე - http://adline.ge/?lang=ka-GE
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა, მათ შორის გაზეთების, ჟურნალებისა და ვებგვერდებისთვის, სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით;
** პრეზენტაციების (PPTs) დიზაინის შემუშავება და გაფორმება;
** სოციალური მედიისთვის შინაარსობრივი ვიზუალების მომზადება;
** სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება და მისი ტექნიკურად გამართვა;
** ბროშურების, ფლაერების, საკომუნიკაციო ბანერების დიზაინის შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Illustrator, Photoshop (სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ტიპოგრაფიის, ფერთა თეორიის, კომპოზიციის და განლაგების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დათქმულ ვადებში სამუშაოს დასრულების უნარი.
** ვაკანტური პოზიცია ითვალისწინებს გუნდურ მუშაობას და ახალი იდეების ინოვაციურ ვიზუალურ გადაწყვეტად გარდაქმნას.
სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30 სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 აგვისტო.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|