Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=647900&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო კოორდინატორი
მომწოდებელი: New Life Georgia
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
ნიუ ლაიფ ჯორჯია, რომელიც წარმოადგენს ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მსოფლიო ქსელს - აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომუნიკაცია პაციენტთან, ექიმებთან და მშობლებთან ორსულობის ან/და ორსულობის შემდგომ პერიოდში
** ექიმის მითითებით ორსულობის ზედამხედველობა და მონიტორინგი
** ორსულ სუროგატებზე ზრუნვა, სატელეფონო ზარებზე მყისიერი უკუკავშირი, გადაუდებელი შემთხვევების დროს მათი მხარდაჭერა ადმინისტრაციულ და ფინანსურ საკითხებში
** მშობლების სრულყოფილი ინფორმირება და სამედიცინო ანგარიშების მიწოდება
** მშობლების ჩამოსვლა/გამგზავრების კოორდინაცია, პროცესებში ჩართულობა და ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის მიწოდება
** მშობლებისთვის დახმარება დაბადების მოწმობის აღებასა და საელჩოსთვის დოკუმენტების შეგროვება
** შესაბამისი ვადების მიხედვით ფინანსური საკითხების კოორდინაცია და ინფორმაციის შეგროვება
** კომპანიის პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა და მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო, მენეჯმენტის ან მათთან დაკავშირებულ დარგში
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა
** რელევანტური სამუშაო გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00დან 18:30მდე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (შეთანხმებით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@betaplusfertility.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია