დასახელება:
კორპუსის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ბილდერზი
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 ივლისი
|
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია შპს "ბილდერზ" აცხადებს ვაკანსიას კორპუსის მენეჯერის პოზიციაზე.
ბილდერზი წარმოადგენს გამოცდილი გუნდისგან შემდგარ მზარდ დეველოპერულ კომპანიას, რომელიც 6 წელია ოპერირებს თბილისის მასშტაბით. განვითარებასა და ზრდასთან ერთად ვეძებთ გუნდის ახალ, გამოცდილ წევრს, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მოვლა-პატრონობაზე იქნება პასუხისმგებელი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპუსის თითოეული მაცხოვრებლის მიერ მომსახურების ყოველთვიური საფასურის დროულად გადახდის კონტროლი.
** მონიტორინგი გაუწიოს მომსახურე კომპანიების მიერ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს, ავტოსადგომის, ეზოს დასუფთავებას.
** მონიტორინგი გაუწიოს ლიფტების სერვისულ მომსახურებას და გააკონტროლოს, რომ მაცხოვრებლების მიერ ლიფტ (ებ)ი არ იქნეს გამოყენებული სამშენებლო/სარემონტო მასალ (ებ)ის გადასატანად.
** სადარბაზოების, ლიფტების, ავტოსადგომის, წყლის ტუმბოს და ეზოს ელექტროენერგიის გადასახადების დროულად გადახდის კონტროლი.
** მჭიდრო კომუნიკაცია სამეზობლოსთან, მათ შეკითხვებსა თუ საჩივრებზე სწრაფი რეაგირება და კომპანიის მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
** კორპუსის პრობლემების შესახებ კომპანიის მენეჯმენტთან პერიოდული რეპორტინგის წარმოება.
** კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივლისი.
თუ თვლით, რომ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და მზად ხართ ჩვენთან ერთად განავითაროთ კომპანია გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ მისამართზე george.arveladze@unicorp.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპუსის მენეჯერი".
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
|
|
|
|