Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის - იცა
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
"ისტორიის ცენტრი აბიტურიენტებისთვის (იცა)" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

იცა არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება.
ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით).
ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, ივ. ტურგენვის 5, მეტრო
მარჯანიშვილთან.

მთავარ მენეჯერს მოეთხოვება:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა.
** სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
** მთავარი მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი
** კრეატიულობა
** პუნქტუალურობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება)
** მოსწავლეთა რეგისტრაცია
** კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება.
** საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
** შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის.
** ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
** ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა.

რას გთავაზობთ:

** მეგობრული სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** საინტერესო და დინამიკური სამუშაო პროექტები

ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათითურთ ელ.ფოსტაზე: icacentre2020@gmail.com

დამატებით შეკითხვებზე დარეკეთ: 551616611, 595507401

ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

რეზიუმეს მიღების ბოლო დღე: 28.07.2025.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე